1 / 20

ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები

„გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა: პრიორიტეტული საკითხი საქართველოსთვის“ მომხსენებელი: ეკატერინე ეგუტია , საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე info@sakpatenti.org.ge www.sakpatenti.org.ge თბილისი, 12.11.2012. ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები.

brynn-haney
Download Presentation

ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. „გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა: პრიორიტეტული საკითხი საქართველოსთვის“მომხსენებელი: ეკატერინე ეგუტია, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილეinfo@sakpatenti.org.gewww.sakpatenti.org.geთბილისი, 12.11.2012

  2. ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები „ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საქართველოს კანონის” მიხედვით გეოგრაფიული აღნიშვნა: • არის სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე და გამოყენებულია იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ)რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები  დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან; გ) რომლის წარმოება ან ნედლეულის დამზადება ან დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში. ადგილწარმოშობის დასახელება: • არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის,  გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან; ბ)რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით; გ)რომლის წარმოება,  ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

  3. განსხვავება გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელსაც იყენებს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რათა თავისი საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვისი საქონლის ან მომსახურებისაგან. გეოგრაფიული აღნიშვნა კი მომხმარებელს მიანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი წარმოებულია გარკვეულ ადგილზე და გააჩნია წარმოების ადგილით განპირობებული განსაზღვრული თვისებები. სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება სხვების მიერ. გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც თავის პროდუქციას გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე აწარმოებს და რომლის პროდუქციის მახასიათებლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

  4. ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები: • საქართველოს კანონი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ; • საქართველოს კანონი ღვინისა და ვაზის შესახებ; • სხვა ნორმატიული აქტები.

  5. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა “საქონლისადგილწარმოშობისდასახელებისადაგეოგრაფიულიაღნიშვნისშესახებ” საქართველოსკანონის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება შემდეგი საშუალებებით: ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტში მათი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

  6. ქართული ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა • “საქონლისადგილწარმოშობისდასახელებისადაგეოგრაფიულიაღნიშვნისშესახებ” საქართველოსკანონის შესაბამისად ხორციელდება საქპატენტში მისი რეგისტრაციით და მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს: • განაცხადის წარდგენა 1. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების  ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე საქპატენტში შეაქვს განმცხადებელს. 2. განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას. 3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს; გ) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას; დ) იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; ე) საქონლისა და მისი ნედლეულის აღწერას ქიმიური, ფიზიკური, მიკრობიოლოგიური ან/და ორგანოლეპტიკური და სხვა მახასიათებლების ჩვენებით;

  7. ვ) საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას, მისი ზუსტი საზღვრების მითითებით; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ გეოგრაფიული   საქონლის წარმოშობას; თ) საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას, ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში; ი) იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით, ან საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები  დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან;     კ) განაცხადზე ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ლ) განმცხადებლის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს; მ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. • ექსპერტიზა საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს(რაც გულისხმობს განაცხადის ფორმალურ ექსპერტიზას), არსებობს თუ არა კანონის მე-5 მუხლის ”ბ“ - “ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები და ატარებს მოძიებას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში. • გამოქვეყნება თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის  მე-7 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მე-5 მუხლის ”ბ“_“ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, ”საქპატენტი“ განაცხადის მასალებს აქვეყნებს საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში.

  8. შემდგომი განხილვა შესაბამის დარგობრივ სამინისტროში თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში შემოვა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს. • რეგისტრაცია თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით არ შემოვა არანაირი ინფორმაცია, ”საქპატენტს“ გამოაქვს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, შეაქვს ცნობები ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

  9. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები • ადგილწარმოშობისდასახელებადანგეოგრაფიულაღნიშვნადარრეგისტრირდებასახელიანსხვარაიმესიმბოლო, რომელიც: • არ წარმოადგენს გეოგრაფიულ აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელებას “ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საქართველოს კანონის” მიხედვით; • იქცასაქონლისგვარეობითსახელად, იმშემთხვევაშიცკი, როდესაციგისწორადმიუთითებსიმგეოგრაფიულადგილზე, სადაცმოხდასაქონლისწარმოებაანმისინედლეულისდამზადებაანდამუშავება; • შესაძლებელსხდისმცდარიწარმოდგენაშეუქმნასმომხმარებელსსაქონლისწარმოშობისშესახებ; • შეურაცხყოფსანეწინააღმდეგებაეროვნულღირსებას, რელიგიას, ტრადიციას, ზნეობრივნორმებს; • ემთხვევამცენარეთაანცხოველთაჯიშისსახელს, რამაცშეიძლებამცდარიწარმოდგენაშეუქმნასმომხმარებელსსაქონლისწარმოშობისშესახებ.

  10. დაცვის ფარგლები ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე, აკრძალულია: • რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი რეგისტრირებული საქონლის მსგავსია; ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას; • რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის  ისეთი გამოყენება,  რომელიც სიტყვა-სიტყვით ზუსტად მიუთითებს  საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობაზე; • ისეთი სახელის ან სიმბოლოს გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა: «ტიპის», «სტილის», «მსგავსი», «ნაირი», «მეთოდით» და ა.შ.; • საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში ისეთი სიმბოლოს გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ; • საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი მის წარმოშობასთან დაკავშირებით.

  11. არამართლზომიერი გამოყენების მაგალითები: რუსული „ბორჯომი“ „ქინძმარაულის“ სტილის ევროპული „სულგუნი“

  12. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება • რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც აღნიშნული დასახელების ან სიმბოლოს გამოყენების უფლების მქონე პირი. • ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან რომელსაც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში აქვს რეგისტრირებული მოქმედი საწარმო, ხოლო წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები იგივეა, რაც რეესტრში დაფიქსირებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები, და გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ორგანოს თანხმობა, შეუძლია საქპატენტში წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირად დასარეგისტრირებლად.

  13. ურთიერთობა ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე საქმისწარმოება ჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, კერძოდ: • იმ სასაქონლო ნიშნის განაცხადზე რომელიც საქპეტენტში შევიდა გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების განაცხადის შეტანის შემდეგ; • იმ სასაქონლო ნიშნის განაცხადზე რომელიც, საქპეტენტში შევიდა გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების განაცხადის შეტანამდე. • თუ სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდება ზემოაღნიშნული პირობების დარღვევით, ასეთი სსაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და მისი კეთილსინდისიერი გამოყენება არ წყდება: • თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის ქვეყანაში დაცვამდე; • „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. • ორივე შემთხვევაში სასაქონლო ნიშნისა და ადგილწარმოშობის ან გეოგრაფიული აღნიშვნის თანაარსებობამ არ უნდა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ. ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება არ დარეგისტრირდეს: • რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის , მისი ცნობილობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ასეთი რეგიტრაცია მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ.

  14. ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა სხვა სახელმწიფოში ხორციდლება რეგისტრაციის გზით სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციის მიზნით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: • ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სარეგისტრაციოდ წარსადგენი დასახელების საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ. • საქპატენტს იმ შემთხვევაში, თუ ადგილწარმოშობისდასახელებისანგეოგრაფიულიაღნიშვნისსაქპატენტშირეგისტრაციისასგანმცხადებელიარისსაჯაროხელისუფლებისორგანოანსაჯაროსამართლისიურიდიულიპირი.

  15. უცხო ქვეყნის საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა საქართველოში ხორციელდება • საერთაშორისო შეთანხმებით; "ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ” (საქართველო წევრია 1999 წლიდან) ; • სახელმწიფოთასორისი ხელშეკრულებით; საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის დადებული სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი შეთანხმება. • ლისაბონის შეთანხმების მიხედვით: => ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია ხორციელდება საერთაშორისო ბიუროში, სპეციალური კავშირის ქვეყნების უწყებების მოთხოვნით, როგორც საჯარო, ისე კერძო იურიდიული ან ფიზიკური პირების სახელზე, რომელთაც ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ გამოიყენონ ასეთი ადგილწარმოშობის დასახელებები. => საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს სპეციალური კავშირის სხვადასხვა ქვეყნების უწყებებს ასეთი რეგისტრაციების შესახებ და მათ აქვეყნებს პერიოდულ გამოცემაში. => ნებისმიერი ქვეყნის უწყებას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს იმ ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას, რომლის რეგისტრაციის შესახებაც მას ეცნობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება უარის თქმის საფუძვლების მითითებით საერთაშორისო ბიუროში წარდგენილია რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში და იმ პირობით, რომ ასეთი განცხადება არ მიაყენებს ზიანს ამ ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის სხვა ფორმებს, რომელთა მოთხოვნის უფლება შიძლება ჰქონდეს ამ ნიშნის მფლობელს…

  16. "ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ” (საქართველო წევრია 1999 წლიდან) ; =>მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ შეთანხმების პირობების შესაბამისად თავის ტერიოტორიაზე დაიცვან ლისაბონის შეთანხმების სხვა მონაწილე მხარის პროდუქტის ადგილწარმოშობის დასახელებები; => განსაზღვრავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას; => წარმოგვიდგენს საერთაშორისო რეგისტრაციის პროცედურებს; => განსაზღვრავს წარმოშობის ქვეყანას; => სამართლებრივი დაცვის საშუალებად უთითებს ეროვნულ კანონმდებლობაზე. • “ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების” (TRIPS) (საქართველო წევრია 2004 წლიდან) ; =>22-24 მუხლები ეხება გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში.

  17. ორმხრივიშეთანხმებები შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების თაობაზე; => შეთანხმება 2012 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა.  =>შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში დაცული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელება : „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, „მანავი“, „კახეთი“, „კარდენახი“, „მუკუზანი“, „თელიანი“, „ატენი“, „ნაფარეული“, „სვირი“, „ტვიში“, „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „ვაზისუბანი“, „ტიბაანი“. თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მიზნით წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული 3000-ზე მეტი დასახელება => შეთანხმება არეგულირებს იმ გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარებასა და დაცვას, რომლებიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებიდან. =>ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაფართოვდეს აღნიშნული ხელშეკრულებით დაცული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალი. შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის,სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლისგეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივიურთიერთდაცვის შესახებ(2007 წელი); =>აგებულია ნაცვალგების პრინციპზე, განსაზღვრავს გეოგრაფიულ აღნიშვნას, ადგენს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვით მექანიზმებს.

  18. ქართული ღვინის დასახელებების რეგისტრაცია აშშ-ში. • => საქართველომ დაასრულა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის 13 ადგილწარმოშობის დასახელების სასერტიფიკაციო ნიშნებად რეგისტრაცია. კერძოდ, აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ საქართველოს სახელზე უკვე გასცა დამცავი დოკუმენტები შემდეგი ქართული ღვინის დასახელებაზე: „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „ყვარელი“, „მანავი“, „თელიანი“, „გურჯაანი“, „კახური“, „მუკუზანი“, „ტვიში“, „ვაზისუბანი“ და “ნაფარეული“. • ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია ყაზახეთში. => საქპატენტმა ყაზახეთის საპატენტო უწყებაში დასარეგისტრირებლად შეიტანა 18 ღვინის და 3 მინერალური წყალის ადგილწარმოშობის დასახელება. • ქართული დასახელებების რეგისტრაცია ჩინეთში. => საქართველო ჩინეთში ქართული დასახელებების რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს. საქართველო, პირველ ეტაპზე, ჩინეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში სარეგისტრაციოდ წარადგენს ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებებს, ხოლო შემდგომში დარეგისტრირდება ასევე ქართული ყველისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების გეოგრაფიულ აღნიშვნები. • საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს დსთ წევრ სახელმწიფოებთან, რათა მოხდეს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა.

  19. სტატისტიკა • დღესდღეობით სულ რეგისტრირებულია 795 ადგილწარმოშობის დასახელება, მათ შორის: • 18 ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება. • 3 ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება. • 774 ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშის დასახელება. • რაც შეეხება გეოგრაფიულ აღნიშვნებს, სულ რეგისტრირებულია 16 ქართული გეოგრაიფიული აღნიშვნა. • საქართველოში დაცულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების 3000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნა, საქართველო-ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შეთანხმების საფუძველზე.

  20. მადლობთ ყურადღებისათვის!თბილისი, 12.11.2012

More Related