1 / 13

საქართველოს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები

საქართველოს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები. საქართველოს ეროვნული ბანკი 2 ნოემბერი, 2009 წელი. ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია. 2009 წლის მე-2 კვარტალი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა და -10.7% შეადგინა უცვლელია 2009 წლის მშპ ზრდის პროგნოზი და -4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება

Download Presentation

საქართველოს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. საქართველოს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები საქართველოს ეროვნული ბანკი 2 ნოემბერი, 2009წელი

  2. ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია • 2009 წლის მე-2 კვარტალი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდადა -10.7% შეადგინა • უცვლელია 2009 წლის მშპ ზრდის პროგნოზი და -4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება • 2010 წლის პროგნოზით მშპ სულ მცირე 2%-ით გაიზრდება • წლიური ინფლაციის პროგნოზი წლის ბოლოსათვის 3%-ის ფარგლებშია • საშუალო-ვადიან პერიოდში სებ-ის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 6%-ია

  3. სახელმწიფო ბიუჯეტი • საგადასახადო შემოსავლების კლება ძირითადად იმპორტიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე ხდება • მე-4 კვარტალში გასაწევია წლის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 1/3, თუმცა სავარაუდოა ხარჯების გარკვეული აუთვისებლობა

  4. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი • 2010 წელს საგადასახადო შემოსავლები 2009 წლის გეგმასთან შედარებით მცირდება 25 მილიონი ლარით, არასაგადასახადო შემოსავლები 247 მილიონი ლარით, ხოლო გრანტები 179 მილიონი ლარით • 2010 წელს 2009 წლის გეგმასთან შედარებით მცირდება დეფიციტის დაფინანსება 240 მილიონი ლარით • შედეგად, 2010 წელს 2009 წლის გეგმასთან შედარებით ხარჯები მცირდება 820 მილიონი ლარით

  5. საგარეოსექტორი • საქონლის ექსპორტი და იმპორტი განაგრძობდა მაღალი ტემპებით კლებას; • ამავდროულად, გასულ თვესთან შედარებით სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა და წლის მანძილზე მაქსიმალური მაჩვენებელი – 7% დაფიქსირდა

  6. საგადასახდელო ბალანსი • საქონლის ექსპორტი და იმპორტი მცირდება 22% და 32%-ით, შესაბამისად • ფულადი გზავნილები მცირდება 20% • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება 43%-ით • მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად მცირდება 13.3%-მდე • სავალუტო რეზერვები იზრდება დაახლ. 500 მილიონი დოლარით

  7. სავალუტო ბაზარი • სავალუტო ბაზარზე სებ-ის ინტერვენციები საგრძნობლად შემცირდა • გაცვლითი კურსი დასტაბილურდა მოკლე დიაპაზონში • ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა • საგრძნობლად გაიზარდა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები და მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტმა 5-ს გადააჭარბა)

  8. საბანკო სექტორი • უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სექტორში შეინიშნება დეპოზიტების აღმავალი ტენდენცია და დღევანდელი მდგომარეობით ომამდე არსებულ დონეს გადააჭარბა • ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე აღინიშნება ლარის ლიკვიდობის უპრეცენდენტო ოდენობით დაგროვება

  9. საბანკო სექტორი • პირველად უკანასკნელი 13 თვის განმავლობაში სექტემბერი საბანკო სექტორმა წმინდა მოგებით დაასრულა • ბოლო 4 თვის განმავლობაში უმოქმედო სესხების წილი მთლიან სეხებში დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება

  10. წამყვანი ინდიკატორები - უძრავი ქონების ფასები • უკანასკნელი რამოდენიმე თვის განმავლობაში ერთ დონეზე დასტაბილურდა ფასები საცხოვრებელ ფართზე. • მიწის ფასის საშუალო ინდექსი კლებას განაგრძობს, თუმცა საგრძნობლად დაბალი ტემპებით. • 2008 წლის ივლისიდან დღემდე მიწის ფასის საშუალო ინდექსი 62%-ით არის შემცირებული

  11. წამყვანი ინდიკატორები - ქონების გაყიდვები • უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა • ასევე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვებიც იზრდება და სექტემბერში დაფიქსირდა ყველაზე მეტი გარიგება მიმდინარე წელს.

  12. საერთაშორისო ბაზრები • უკანასკნელი 6-7 თვის განმავლობაში სტაბილურად იზრდება საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციების ფასი და შედეგად ბოლო ვაჭრობებზე შემოსავლიანობა დაუბრუნდა ემისიისდროინდელ დონეს

  13. ძირითადი დასკვნები უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე ტენდენციები მიუთითებს, რომ მაკროეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდია გავლილია • 2009 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლება რის შედეგადაც წლიური ეკონომიკური ზრდა დაახ. -4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2010 წელს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება • აგვისტოს დეფლაციის შემდეგ მოსალოდნელია წლის ბოლოს წლიური 3%-იანი ინფლაცია • შემცირდა ვაჭრობის კლების ტემპები, განსაკუთრებით გაუმჯობესდა ექსპორტი • მცირდება ფულადი გზავნილების კლების ტემპები • 2009 წლის ბოლოსათვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდება და დაახ. 13%-ს შეადგენს • მართალია გარკვეულად მცირდება საბიუჯეტო ხარჯები 2010 წელს, თუმცა იგი კვლავ მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მომავალ წელსაც ეკონომიკური აქტივობის ფისკალურ სტიმულირებას • სავალუტო ბაზარი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, სებ-ის ინტერვენციები ნულთან ახლოსაა, ხოლო საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია • ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია საბანკო სექტორის დეპოზიტების მოცულობამ • პირველად ბოლო 13 თვეში საბანკო სექტორმა თვე მოგებით დაასრულა და მოსალოდნელია ამ ტენდენციის გაგრძელება • საგრძნობლად დასტაბილურდა მდგომარეობა უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრებზე • საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ფასი დაუბრუნდა ემისიისდროინდელ დონეს და უცხოელი ინვესტორების ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს

More Related