1 / 36

დიპლომის დანართი -ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები

დიპლომის დანართი -ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები. საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების პროგრამა ლალი ბაქრაძე 30 ივლისი, 2010. დიპლომის დანართი. შემუშავებული ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და იუნესკოს მიერ ( პილოტირება 1 9 97 -199 8 )

napua
Download Presentation

დიპლომის დანართი -ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. დიპლომის დანართი -ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების პროგრამა ლალი ბაქრაძე 30 ივლისი, 2010

  2. დიპლომის დანართი • შემუშავებული ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და იუნესკოს მიერ (პილოტირება 1997 -1998) • გამოყენების ვალდებულება მოცემულია ევროსაბჭოს 1997 წლის „ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობის კონვენციაში„ -მუხლი IX.3 • განმარტებები დიპლომის დანართის შევსების შესახებ (2007) შემუშავებულია ლისაბონის კონვენციის კომიტეტის მიერ

  3. ყველაზე გავრცელებული შეცდომები -1 პუნქტი 2.1 კვალიფიკაციის დასახელება და (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება (ორიგინალის ენაზე): უსდ-ბი თვითნებურად ასწორებენ დოკუმენტს და აღნიშნულ პუნქტს ყოფენ ორ „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად: • კვალიფიკაცია • აკადემიური ხარისხი

  4. ყველაზე გავრცელებული შეცდომები -2 პუნქტი 2.1 - (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება (ორიგინალის ენაზე): უსდ-ბი უთითებენ, რომ აკადემიური ხარისხი (და არა წოდება) დაცულია კანონით. მაგალითად, „ეკონომიკის ბაკალავრი, რომლის მინიჭებაც დაცულია კანონით“. *საქართველოში უსდ წოდებას არ ანიჭებს.

  5. ყველაზე გავრცელებული შეცდომები -3 პუნქტი 2.4. იმ დაწესებულების (თუ განსხვავდება 2.3- სგან) დასახელება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე), რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი: საქართველოში უთითებენ ფაკულტეტს (?) *ამ პუნქტის შევსება მართებულია მაგ., ირლანდიისათვის, სადაც ზოგიერთი კვალიფიკაციის გამცემი არის HETAC (The Higher Education and Training Awards Council) ან ფრანჩიზის შემთხვევაში.

  6. ყველაზე გავრცელებული შეცდომები - 4 პუნქტი 3.3მიღების მოთხოვნები - შეცდომა განპირობებულია ტერმინის არასწორი თარგმანით; • ორიგინალში წერია - Access requirement(s) /დაშვების პირობა ანუ უფლება გააკეთოს განაცხადი ACCESS vs. ADMISSION * ლექსიკონი

  7. ყველაზე გავრცელებული შეცდომები -5 პუნქტი 4.5 კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე): • ისევ უთითებენ კვალიფიკაციას: ბაკალავრს ან მაგისტრს. * მოითხოვება კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია ანუ შეფასება.

  8. ყველაზე გავრცელებული შეცდომები - 6 პუნქტი 5.2 პროფესიული სტატუსი (თუ ასეთი არსებობს): გავრცელებულია - „შეუძლია დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნომენკლატურის (?) მიხედვით“.

  9. ყველაზე გავრცელებული შეცდომები -7 დიპლომის დანართის ინგლისურ ვარიანტში არ ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის ორიგინალის ენაზე ჩაწერა შემდეგ პუნქტებში: • 2.1 კვალიფიკაციის დასახელება და (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება (ორიგინალის ენაზე): • 2.3 კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე): • 4.5 კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე):

  10. ზოგადი სახელმძღვანელო წესები • ლაკონური და ეფექტური: • არ უნდა იყოს ძალიან დიდი მოცულობისა და რთულად გასაგები: გაურკვეველი, ნაკლული ან დამაბნეველი ინფორმაციით. • სადაც შესაძლებელია უნდა მიეთითოს ინფორმაციის წყარო. თუმცა, დანართმა უნდა უზრუნველყოს ყველა აუცილებელი ინფორმაციის წარმოდგენა 2. აუცილებელია ინფორმაციის თანამიმდევრობის დაცვა

  11. ზოგადი სახელმძღვანელო წესები 3. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მომხმარებლისათვის დამაბნეველი ზედმეტი დეტალიზაცია: დიპლომის დანართი უნდა შეესაბამებოდეს იმ მიზნებს, რომელიც სჭირდება მის მფლობელს: - დაშვება აკადემიურ პროგრამაზე, • პროგრამის ნაწილზე შეღავათების მიღება, • დასაქმება/პროფესიით პრაქტიკის განხორციელების უფლება.

  12. ზოგადი სახელმძღვანელო წესები აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა ნორმატიული აქტი, რომელმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა დიპლომის დანართზე

  13. ზოგადი სახელმძღვანელო წესები 4. შესაძლებელი უნდა იყოს კვალიფიკაციის სახელის კავშირის დადგენა დიპლომის დანართის მერვე პუნქტში აღწერილ უმაღლესი განათლების სისტემასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დანართის მერვე პუქტმა აღწეროს უმაღლესი განათლების სტრუქტურა იმ პერიოდისათვის, როდესაც კვალიფიკაცია იქნა მინიჭებული.

  14. ზოგადი სახელმძღვანელო წესები 5. დიპლომის დანართის გაცემა უნდა განხორციელდეს ცენტრალურად და არა უსდ-ს სხვადასხვა ნაწილების მიერ. მინიმუმამდე დაყავს ვარიაციები შინაარსსა და მიდგომებთან დაკავშირებით.

  15. ზოგადი სახელმძღვანელო წესები 6.კვალიფიკაციის სახელი და სტატუსი, უსდ-ს სახელი და სტატუსი და მინიჭებული კვალიფიკაციის კლასიფიცირება დანართში იწერება ორიგინალის ენაზე. ტრანსლიტერაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ შრიფტი განსხვავებულია ლათინური ანბანისაგან.

  16. ზოგადი სახელმძღვანელო წესები 7. მოქნილი და ადაპტირებადი - შესაძლებელია არსებული ტრანსკრიპტების გამოყენება; • გამორიცხავს ექვივალენტობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებსა და შეფასებებს; 9. დანართი არ ცვლის დიპლომს. დამატება განათლების ორიგინალ დოკუმენტზე.

  17. ლისაბონის კონვენციის კომიტეტის განმარტებები დიპლომის დანართის შევსების შესახებ (2007) • განმარტებების გათვალისწინება სავალდებულოა დიპლომის დანართის როგორც ქართული ასევე ინგლისური ფორმის შესავსებად; • უნდა შეივსოს ყველა პუნქტი; • თუ ინფორმაცია არ მოიპოვება უნდა მიეთითოს „შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს“; • უსდ-მ უნდა შეინარჩუნოს დანართის ყველა პარაგრაფი და დაიცვას თანამიმდევრობა; • დანართი შესაძლებელია შეიცავდეს უსდ-ს ლოგოსა და დიპლომის ნომერს. http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-policy/doc/ds/ds_en.pdf

  18. განმარტებები დიპლომის დანართისათვის 1 ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ 1.4 ამ პუნქტით უნდა მოხდეს პირის იდენტიფიკაცია, რომელიც დაშვებული იყო დიპლომის დანართში მითითებულ კონკრეტულ პროგრამაზე. მიუთითეთ პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

  19. განმარტებები დიპლომის დანართისათვის • ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ 2.1კვალიფიკაციის სრულ დასახელება და მინიჭებულ წოდებას (თუ ასეთი არსებობს) კვალიფიკაციის სრული დასახელება: • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი. ინგლისურ ტექსტში კვალიფიკაციის სახელწოდების თარგმანთან ერთად უნდა მიეთითოს კვალიფიკაციის დასახელება ორიგინალის ენაზეც, ლათინური ასოებით და ისე, როგორც ეს მიღებულია საქართველოში: - Bachelor of Arts / Humanitarul mecnierebaTa Bakalavri - Master of Science / Sabunebismetkvelo mecnierebata Magistri გერმანიის მაგალითი

  20. 2. ინფორმაცია კვალიფიკაციის შესახებ 2.1კვალიფიკაციის სრული დასახელება და მინიჭებული წოდება (თუ ასეთი არსებობს) - თუ საქართველოს კანონმდებლობით კვალიფიკა-ციასთან ერთად შესაძლებელი იქნება წოდების მინიჭებაც, ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითოს წოდება და შესაბამისი კანონმდებლობაც • თუ კვალიფიკაცია არის ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ერთობლივი ხარისხი, მაშინ ეს ამ პუნქტში უნდა აღინიშნოს: • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი (ერთობლივი ხარისხი); • Master of Science (Joint degree).

  21. 2.2 კვალიფიკაციის სწავლების ძირითადი დარგ(ებ)ი: მიუთითეთ მხოლოდ ის ძირითადი დარგი(დარგები), რომელიც განსაზღვრავს მთავარ საგნებს კვალიფიკაციის მისაღებად: - პოლიტიკა და ისტორია, - ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, - ბიზნესის ადმინისტრირება, - მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ.

  22. 2.3 კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე) • ინგლისურ დანართში უსდ-ს სახელწოდების ინგლისური თარგმანთან ერთად ლათინური ასოებით მიუთითეთ ქართული სახელწოდება: Tbilisi State University / Tbilisis Sakhelmtsifo Universitety. • ერთობლივი ხარისხის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ყველა უსდ. თუ ეს შესაძლებელია, უნდა აღინიშნოს ის ინსტიტუცია, სადაც განხორციელდა სწავლების ძირითადი ნაწილი. • მიუთითეთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლებლის სტატუსი და აკრედიტაცია: „[უსდ-ს სახელწოდება] არის, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს აკრედიტებული, კერძო კოლეჯი, არასაუნივერსიტეტო უსდ“.

  23. 2.4 იმ დაწესებულების (თუ განსხვავდება 2.3-სგან) დასახელება და სტატუსი (ორიგინალის ენაზე), რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი • ეს შეეხება იმ უსდ-ს, რომელიც ახორციელებდა სწავლებას. რიგ შემთხვევაში იგი განსხვავდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელი უსდ-გან(იხ.2.3) • თუ ასეთი შემთხვევა არ არსებობს ქართულად მიუთითეთ: „შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს“, ინგლისურად კი “N/A” პუნქტი 2.5. - მიუთითეთ სწავლების ენა

  24. 3.ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ 3.1 მიუთითეთ კვალიფიკაციის დონე და ადგილი ეროვნულ საგანმანათლებლო სტრუქტურაში (რომელიც მოცემული და ახსნილია მერვე პარაგრაფში): - უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, ბაკალავრიატი. 3.2 პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა: • პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა კვირეებში ან წლებში და სასწავლო დატვირთვა, მ.შ. ძირითადი ქვეკომპონენტების მითითებით (პრაქტიკა, ნაშრომი). • ბაკალავრიატისათვის - 240 ECTS კრედიტი. 1 აკადემიური წელი ჩვეულებრივ 60 კრედიტი; 1 კრედიტი=30 საათს. საბაკალავრო ნაშრომი 10 კრედიტი და ა.შ.

  25. 3.3 მიღების მოთხოვნები ჩამოთვალეთ მოთხოვნები, რომელიც საჭიროა დიპლომის დანართში მითითებული კვალიფიკაციის შესაბამის პროგრამაზე დასაშვებად: • ბაკალავრიატისათვის: სრული ზოგადი განათლების ატესტატი • დოქტორანტურისათვის: მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

  26. 4. ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე 4.1 სწავლების ფორმა უჩვენებს რა სახით იყო მიღებული კვალიფიკაცია, მაგალითად, სწავლა სრული დატვირთვით, სწავლა ნაწილობრივი დატვირთვით, დისტანციური განათლება. • საქართველოში მიღებულია „დღის დასწრებული“ და „დაუსწრებელი“, რაც ზუსტად არ ასახავს full time და part-time study-ს

  27. 4.2 პროგრამის მოთხოვნები • საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები. ინფორმაცია სწავლის შედეგების შესახებ არის ძირითადი და განმსაზღვრელი კვალიფიკაციის აღიარებისათვის. დიდი ბრიტანეთი • (თუ შესაძლებელია) მიუთითეთ დეტალები დებულებიდან, რომელიც განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს: • ნებისმიერი სავალდებულო კომპონენტები (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულირებადი პროფესიებისათვის)

  28. 4.3 პროგრამის დეტალები • აღინიშნება კვალიფიკაციის ყველა კომპონენტი და მათი წვლილი კვალიფიკაციის განსაზღვრაში. - ყველა სასწავლო კურსი/მოდული, თეზისის/ ნაშრომის და პრაქტიკის ჩათვლით • შესაბამისი შეფასებები • მინიჭებული კრედიტები; • ნაშრომის შემთხვევაში მიუთითეთ მოხდა, თუ არა მისი დაცვა; - თუ კვალიფიკაცია არის ერთობლივი ხარისხი, მაშინ მიუთითეთ რომელ უსდ- შია მიღებული კვალიფიკაციის ესა თუ ის ნაწილი; • შესაძლებელია სხვა ინფორმაციის მითითებაც: რანჟირება ან საშუალო ნიშანი. *ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ECTS-ის ნიშნების ფურცლის სახით დიდი ბრიტანეთი ირლანდია

  29. ECTS-ის ნიშნების ფურცელი -ცხრილი

  30. 4.4 შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების ინსტრუქცია • საქართველოში არსებობს 100 ქულიანი შეფასების სისტემა • ერთობლივი ხარისხების შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა შეფასების სქემა გამოიყენება აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ყველა შეფასების სქემის შესახებ, რომელიც შეეხება მოცემულ კვალიფიკაციას და ასევე ნიშნების ტრანსფერი *აღნიშნული მართებულია შიდაინსტიტუციური შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში

  31. 4.5 კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია (ორიგინალის ენაზე) • საქართველოში არ არსებობს რეგულაცია: პრაქტიკაში ვხვდებით შემდეგს: - დიპლომი წარჩინებით ან ჩვეულებრივი, • Summa Cum Laude ან საშუალო ნიშანი, თუ ეს მითითებულია 4.4 პუნქტში ინგლისურ დანართში სავალდებულოა ტრანსლიტერაცია.მაგ., საშუალო ნიშანი - kargi (good) გერმანია ავსტრია დიდი ბრიტანეთი

  32. 5. ინფორმაცია კვალიფიკაციის ფუნქციის შესახებ 5.1 დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე: მიუთითეთ, იძლევა თუ არა კვალიფიკაცია შემდგომ საფეხურზე დაშვების ან საფეხურის დასრულების უფლებას. 5.2 პროფესიული სტატუსი (თუ ასეთი არსებობს): • კვალიფიკაციის მფლობელის ნებისმიერი პრაქტიკული საქმიანობის უფლება ან პროფესიულ სტატუსთან შესაბამისობა; • რომელი კომპეტენტური ორგანო იძლევა პროფესიაზე დაშვების უფლებას. შეეხება ტრადიციულად რეგულირებად პროფესიებს. დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთი - სამოქალაქო ინჟინერია

  33. 6 დამატებითი ინფორმაცია 6.1. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არაა მოცემული, მაგრამ მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის შეფასებისათვის მაგ., სწავლის/ მომზადების პერიოდი სხვა უსდ-ში კომპანიაში, ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაცია ერთობლივი ხარისხის მიმნიჭებელებლი უსდ-ს შესახებ, რაც 2.3 პუნქტში არაა მითითებული 6.2 ინფორმაცია სხვა სასარგებლო წყაროების შესახებ. მაგ., უმაღლესი სასწავლებლის ვებ-გვერდი.

  34. 7. დანართის დამოწმება 7.1 დიპლომის დანართის გაცემის თარიღი. სავალდებულო არ არის ის ემთხვეოდეს კვალიფიკაციის მინიჭების თარიღს; 7.2 დიპლომის დანართის გამცემი ოფიციალური პირის/პირების გვარი, სახელი და ხელმოწერა; 7.3 ამ პირის/პირების ოფიციალური თანამდებობა (რექტორი და დეკანი); 7.4 კვალიფიკაციის გამცემი დაწესებულების ოფიციალური ბეჭედი.

  35. 8. ინფორმაცია ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ მერვე პუნქტში მოცემული ინფორმაციის მომზადება/ განახლება და უსდ-ის ინფორმირება ხორციელდება ცენტრალურად; ინფორმაცია უნდა იყოს max 2 გვერდი სქემასთან ერთად.

  36. დიდი მადლობა www.mes.gov.ge lalibakr@yahoo.com

More Related