190 likes | 892 Views
ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო. ახალი ბრენდი TURBOBUILD-24-300 ბეტონების არმირების სეგმენტში. შპს. “ბაზალტ ფაიბერი”. ბეტონის საარმირე დაჭრილი ბოჭკოების სახეობები. ფიბრო-ბეტონის შესაქმნელად გამოყენებადი ბოჭკოები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: --ლითონის ბოჭკოები;
E N D
ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო ახალი ბრენდი TURBOBUILD-24-300 ბეტონების არმირების სეგმენტში შპს. “ბაზალტ ფაიბერი” www.basalt-fibers.com
ბეტონისსაარმირე დაჭრილი ბოჭკოების სახეობები ფიბრო-ბეტონის შესაქმნელად გამოყენებადი ბოჭკოები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: --ლითონის ბოჭკოები; --ქიმიური ბოჭკოები (პოლიპროპილენი,პოლიაკრილონიტრილი, პოლიეთილენი და ა.შ.) --მინერალური ბოჭკოები (AR-glass და ბაზალტის ბოჭკო) --კარბონის ბოჭკო --ნატურალური ბოჭკო ამ ბოჭკოებს შორის უპირატესობის ანუ უფრო ეფექტური გამოყენების სურათის ნათლად ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მათი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების შედარება-თავსებადობის განსაზღვრა (წარმოჩენა), ასევე გარემო-პირობებთან ბეტონის მდგრადობისთვის ხელშეწყობა და ბეტონის ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. www.basalt-fibers.com
ბეტონის საარმირე ბოჭკოების ფიზიკო–მექანიკური მახასიათებლების შედარებითი ცხრილი ცხრილი 1 www.basalt-fibers.com
ლითონის ბოჭკოების მკვეთრად მაღალი თბური გაფართოების კოეფიციენტი და დაგრძელების პროცენტი მატრიცასთან შედარებით ბეტონებში გარემოს დიდი ამპლიტუდით ტემპერატურის ინტენსიური ცვალებადობის პირობებში წარმოქმნის შიდა დესტრუქციულ ძალებს და ხელს უწყობს რკინა-ბეტონის ზედაპირული დაშლის პროცესს. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდირებული არმატურის განთავსება ნაკეთობის ზედაპირზე. • ლითონის მაღალი კუთრი წონა და ელემენტარული ბოჭკოს დიდი დიამეტრი ფიბრო-ბეტონის თვისებების შექმნისთვის ითხოვს 1მ3 ბეტონზე არანაკლებ 15კგ ლითონის ბოჭკოს დამატებას და იწვევს ბეტონის ღირებულების მკვეთრ გაძვირებას. ლითონის ყველა ეს თვალშისაცემი ნაკლი მთლიანად აბათილებს მის გამორჩეულ უპირატესობას ბეტონებისთვის- სხვა ტიპის საარმირე ბოჭკოებთან შედარებით საოცრად მაღალ ელასტიურობის მაჩვენებელს. • ქიმიური ბოჭკოები მკვეთრად მაღალი წაგრძელების პროცენტისა და დაბალი კუთრი წონის გამო კონცენტრირდებიან ძირითადად ბეტონის ზედაპირზე და არ ეხმარებიან ბეტონს ელასტიურობის პარამეტრების გაუმჯობესებაში. ამიტომ ამ ტიპის ბოჭკოები გამოიყენება მხოლოდ ზედაპირული ბზარების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ. www.basalt-fibers.com
განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი! • ყველაზე ეფექტური შედეგები ფიბრო-ბეტონის ტექნიკურ-ეკონომიური შედეგების მიღწევაში აქვთ მინერალურ ბოჭკოებს და კარბონს. მაგრამ კარბონის ბოჭკოს ახასიათებს ბეტონებში ადგეზიურობის უარყოფითი მაჩვენებელი და ბეტონთან შედარებით მაღალი თბოგამტარებლობის კოეფიციენტი (ხელს უწყობს ბეტონის სიღრმისეულ გახურებას). ყოველივე ამას თან ერთვის კარბონის ძაფის მკვეთრად მაღალი გასაყიდი ფასი, ამიტომ სხვა საარმირე ბოჭკოებთან შედარებით იძლევა ყველაზე ძვირადღირებული ფიბრო-ბეტონის შექმნის სურათს, მიუხედავად ბეტონებში საუკეთესო ქიმიური მდგრადობისა და ყველაზე მაღალი ელასტიური მოდულის ქონისა (ფიბრო-ბეტონის ღუნვის პარამეტრების საუკეთესო მაჩვენებლები აქვს კარბონის ბაზაზე დამზადებულ ნაკეთობებს). ყოველივე ზემოთ გამომდინარედან საუკეთესო ოპტიმალურ დაჭრილ ბოჭკოს ფიბრო-ბეტონის შესაქმნელად მომხმარებლისთვის წარმოადგენს მინერალური ბოჭკოები • მინერალური ბოჭკოები ბეტონში თავისი კარგი ადგეზიურობის თვისებით ხელს უწყობენ ჩვეულებრივი ბეტონის ელასტიური ჩაჯდომის ეფექტის შემცირებას. როგორც წესი ბეტონის ჩაჯდომის ეფექტის შესამცირებლად იყენებენ სპეციალურ ორგანულ დანამატებს, მაგრამ ეს იწვევს ბეტონის სიმტკიცის პარამეტრების გაუარესებას 10-20 %-ით! www.basalt-fibers.com
ლითონის ბოჭკოს გავლენა ბეტონის მაჩვენებლებზე დადებითი: • თბური გაფართოების კოეფიციენტი(კარგი); • ქიმიური მდგრადობა (საშუალო); • ელასტიურობის მოდულის მაღალი მაჩვენებელი. უარყოფითი: • თბოგამტარებლობა; • კუთრი წონა; • ბოჭკოს დიდი დიამეტრი; • ადგეზიურობა. www.basalt-fibers.com
ქიმიური ბოჭკოს გავლენა ბეტონის მაჩვენებლებზე დადებითი: • ქიმიური მდგრადობა; უარყოფითი: • მაღალი თბოგამტარობა; ბეტონზე დაბალი კუთრი წონა; • თბური გაფართოების მაღალი კოეფიციენტი; • მაღალი დაგრძელების პროცენტი; • დაბალი ელასტიურობის მოდული; • არაადგეზიურობა ბეტონში; • ბოჭკოს დიდი დიამეტრი; • დაბალი თბომედეგობა; • სუსტი მექანიკური ძალა. www.basalt-fibers.com
კარბონის ბოჭკოს გავლენა ბეტონის მაჩვენებლებზე დადებითი: • ბეტონთან მიახლოებული კუთრი წონა • დაბალი დაგრძელების % ; • ელასტიურობის საუკეთესო მოდული; • საუკეთესო ქიმიური მდგრადობა; • ბოჭკოს მცირე დიამეტრი; • საუკეთესო ტემპერატურამედეგობა; • საუკეთესო მექანიკური მდგრადობა. უარყოფითი: • მაღალი თბოგამტარობა; • არაადგეზიურობა ბეტონში; • ძალიან მაღალი ღირებულება. www.basalt-fibers.com
მინერალური ბოჭკოს გავლენა ბეტონის მაჩვენებლებზე დადებითი: • დაბალი თბოგამტარობა; • ბეტონის იდენტური კუთრი წონა; • ბეტონთან მიახლოებული თბური გაფართოების კოეფიციენტი; • დაბალი დაგრძელების პროცენტი; • საუკეთესო ადგეზიურობა ბეტონში • კარგი ქიმიური მდგრადობა; • ბოჭკოს მცირე დიამეტრი; • თბომედეგობის ფართო დიაპაზონი; • კარგი მექანიკური ძალა. უარყოფითი: www.basalt-fibers.com
მინერალური ბოჭკოების (AR-glass და ბაზალტის ბოჭკო) თვისებების შედარებითი ეფექტი ბეტონის არმირებაში • აბსოლუტურად დადებითი გავლენით და ყველაზე მეტად თავსებადი თვისებებით გამოირჩევა მინერალური ბოჭკოები ყველა ტიპის ბეტონის საარმირე ბოჭკოებს შორის. • უკვე ორი ათეული წელია რაც მსოფლიო სამშენებლო ბაზარზე აქტიურად გამოიყენება ცირკონიუმის ორჟანგის (ZrO2) დამატებით სპეციალურად ბეტონის მაღალტუტე ხსნარებში(pH 13) ქიმიური მდგრადობაშეძენილი მინა-ბოჭკოს ერთ-ერთი სახეობა. • რაც შეეხება ბუნებრივ მინერალურ ბოჭკოს - ბაზალტის ბოჭკოს, მისი გამოყენება სამშენებლო სფეროში მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც დამკვიდრდა და მასზე ინტენსიური კვლევები და ტესტირებები სამშენებლო სექტორში გამოყენების თვალსაზრისით მხოლოდ ბოლო ათწლეულია რაც დაიწყო. www.basalt-fibers.com
ბეტონებში მინერალური ბოჭკოების ქიმიური მდგრადობის გადამწყვეტი ფაქტორი არის მის მოლეკულურ სტრუქტურაში მძიმე მეტალების ჟანგეულების არსებობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან (ხელს უშლიან) მინერალური ბოჭკოს სტრუქტურისა და სიმტკიცის პარამეტრების განმსაზღვრელ SiO2 -ის (სილიციუმის ორჟანგი) გამოტუტვას მაღალი pH-ის მქონე ბეტონის ხსნარში ბოჭკოს მოლეკულურ სტრუქტურაში ლითონის მოლეკულების რაოდენობა SiO2-ის ათას მოლეკულასთან მიმართებაში ცხრილი 2 www.basalt-fibers.com
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ორი სახეობის მინერალური ბოჭკოს ფიზიკო-მექანიკური პარამეტრების შედარება ბეტონთან მიმართებაში. ცხრილი 3 ამ ორი მინერალური ბოჭკოს ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების უშუალო შედარება ნათლად წარმოაჩენს ბაზალტის ბოჭკოს მოსალოდნელ უკეთეს ეფექტებს ფიბრო-ბეტონის ნაკეთობებში AR-glass-თან შედარებით, რაც კიდევ უფრო გამორჩეულად სასურველ პროდუქტად აქცევს ბაზალტის დაჭრილ ბოჭკოს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებისთვის. www.basalt-fibers.com
მნიშვნელოვანი ეფექტი გარდა მრავალი ტექნიკური უპირატესობისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გაცილებით მეტი ელემენტარული ბაზალტის ბოჭკოა გაშლილი ბეტონში შეკვრის ნაწიბურების შესაქმნელად, ვიდრე სხვა ტიპის ბოჭკოების გამოყენების შემთხვევაში ცხრილი 4 სწორედ დაჭრილი ბაზალტის ბოჭკოს სიმრავლე განაპირობებს ბეტონში ცემენტის ქვის ფორმირების დაჩქარებას. სწორედ ამიტომ, 300 მლნ ტუტემედეგი ელემენტარული ბაზალტის ბოჭკოს არსებობა 1მ³ ბეტონში, სხვა საარმირე ბოჭკოებისგან განსხვავებით საშუალებას იძლევა მასიური ბეტონების უწყვეტი ჩასხმის დროს ბეტონის შეკვრის პროცესი დააჩქაროს 2÷3-ჯერ ყოველგვარი ძვირადღირებული დამაჩქარებლების გამოყენების გარეშე. www.basalt-fibers.com
დამატებითი კომენტარები ბაზალტის დაჭრილი ბოჭკოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო, ბოჭკოთი არმირებული ბეტონებისა და ცემენტისათვის განეკუთვნება C1666/C1666M-08 სტანდარტით განსაზღვრული ტუტემედეგი მინერალური ბოჭკოების კლასს და გამოვყობთ შემდეგ მნიშვნელოვან პარამეტრებს: ცხრილი 5 www.basalt-fibers.com
გარკვეული კვლევითი ინფორმაციები ბაზალტის დაჭრილი ბოჭკოს გამოყენების უპირატესობაზე ბეტონების არმირებისა და მისი ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების კუთხით დაჭრილი ბაზალტის ბოჭკოს შეთავაზება მომხმარებლებისთვის ეფუძნება მრავალწლიანი საერთაშორისო კვლევებისა და ტესტირებების შედეგებს, რომელთაგან ნაწილი უშუალოდ კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ჩატარებული ცდების შედეგებია, რომელის ევროპის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტში განხორციელდა, კერძოდ: • ნავთობის ჭაბურღილებისთვის გამოიყენება ცემენტის წყალხსნარი, რომელსაც უწევს მაღალი წნევისა და 200 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში ფუნქციონირება. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მის სიმკიცის ზღვარს ჭიმვაზე, შოკურ გამძლეობას და ბზარმედეგობას. ასეთ პირობებში მინერალური ბოჭკოების გამოყენება ოპტიმალური გადაწყვეტაა, მათ შორის კი ბაზალტის ბოჭკო ყველაზე მიმზიდველ ალტერნატივას წარმოადგენს. (რ. ფელიჩეტი, ს. მეიერი და ს. შიმანოვიჩი -სამოქალაქო ინჟინერიის და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-ორკი) www.basalt-fibers.com
გარკვეული კვლევითი ინფორმაციები ბაზალტის დაჭრილი ბოჭკოს გამოყენების უპირატესობაზე ბეტონების არმირებისა და მისი ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების კუთხით • ბაზალტის ბოჭკოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი თვისებები, როგორიცაა: ბზარმედეგობა, ყინვაგამძლეობა, დარტყმამედეგობა და ზოგადად სტრესული ფაქტორებისადმი მდგრადობა. ამ თვისებების წყალობით ბაზალტის ბოჭკო ახანგძლივებს ბეტონის ექსპლუატაციის ვადებს. • ბაზალტის ბოჭკოს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები შერევის, ჩამოსხმის და ფორმირებისას. იგი აუმჯობესებს ბეტონის შეჭიდების უნარს და ზრდის მის სტაბილურობას. • ბოჭკო ზრდის ბეტონის გამძლეობას და ამცირებს მის არამდგრადობას, შესაბამისად მისი გამოყენება შსაძლებელია გზებისა და ხიდების მშენებლობაში, ბეტონის ხარისხის გასაუმჯობესებლად. (შპს “Fibers Unlimited” -ჰოლანდია) • კვადრატულ ფილებზე დატვირთვის კვლევის შედეგები გვიჩვენებენ, რომ ბეტონები 24 მმ-იანი ბაზალტის ბოჭკოების გამოყენებით 3,5კგ/მ³ შემცველობისას, აღწევენ ღუნვის ეფექტურ სიმტკიცეს 0,31 N/mm², რომელიც მცირედ ნაკლებია რკინის ბოჭკოვან ბეტონის მაჩვენებელზე (0,38 N/mm²). (იბუ-ტრიერი , გერმანია) www.basalt-fibers.com
მადლობა ყურადღებისათვის www.basalt-fibers.com