250 likes | 675 Views
პროექტი ილია ჭავჭავაძე. საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა ანგარიში 2001-2005. პროექტის მიზნები. დაწყებითი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე დაგეგმვის და მართვის უნარის გაძლიერება. დაგეგმილი სამუშაო.
E N D
პროექტი ილია ჭავჭავაძე საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა ანგარიში 2001-2005
პროექტის მიზნები • დაწყებითი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება • ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე დაგეგმვის და მართვის უნარის გაძლიერება
დაგეგმილი სამუშაო • ეროვნული შეფასებების ჩატარება; • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით საფეხურზე; • 400 სკოლაზე გრანტების გაცემა; • განათლების სისტემისათვის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა; • მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სისტემის შემუშავება; • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მდგრადი პირობების შექმნა; • სკოლების ოპტიმიზაციისათვის ხელშეწყობა; • სასკოლო თვალსაჩინოების გამოფენების მოწყობა; • სახელმძღვანელოების შემუშავების და გავრცელების ოპტიმალური სისტემის შექმნა;
შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრი • 2005 წელს ჩატარდა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები • 2003 წელს ჩატარდა IX კლასის სახელმწიფო გამოცდები შესრულებული სამუშაო
ეროვნული და საერთაშორისო შეფასების სისტემა • 2002-2003 წლებში I-IV კლასებში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და მათემატიკაში • შეფასების ცენტრმა დაიწყო მზადება მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემებში (PIRLS, TIMMS) მონაწილეობის მისაღებად შესრულებული სამუშაო
შესრულებული სამუშაომასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება • მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება კანონს მასწავლებელთა პროფესიის შესახებ • კონცეფციაში აისახა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მოამზადებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს და სასერტიფიკაციო გამოცდებს (იგეგმება 2008 წლიდან)
შესრულებული სამუშაო • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინტეგრირებულია სახელმძღვანელოების მომზადების და ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის პროგრამებში • 2005 წლისათვის 12000 ზე მეტმა მასწავლებელმა 1800 სკოლიდან გაიარა ტრეინინგი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარლებში • 2002 წელს 5000 მასწავლებელმა 3135 სკოლიდან გაიარა ტრეინინგი სასწავლო პრაქტიკაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე
უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია და ლიცენზირება შესრულებული სამუშაო • მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფა სათანადო კონსულტანტებით რომელთაც სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან ერთან განახორციელეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციური აკრედიტაცია და ლიცენზირება
შესრულებული სამუშაო სასკოლო გრანტების პროგრამა • 2004 წელს 210 სკოლამ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის მიიღო 1000 დოლარის ოდენობის გრანტი • 2005 წელს გრანტების პროგრამაში გამოვლინდა 213 გამარჯვებული სკოლა რომლებიც მიიღებენ 3000 დოლარის ოდენობის გრანტს(სამ-სამი გრანტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში) • გამარჯვებულ სკოლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრეინინგები • მოხდა გრანტების პირველი ფაზის შეფასება
სასკოლო ქსელის პროგრამა და რესურს-ცენტრები შესრულებული სამუშაო • 1400 სკოლა ჩართულია სასკოლო ქსელის პროგრამაში • დაარსდა პირველი რესურს ცენტრი ოზურგეთში რომელიც გახდა მოდელი ახლადშექმნილი მსგავსი ცენტრებისათვის
ეროვნული სასწავლო გეგმები შესრულებული სამუშაო • 2005 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პილოტირება საქართველოს 100 სკოლაში; • პილოტირების პროცესი ასევე გულისხმობს მასწავლებელთა საგნობრივ წვრთნას და პილოტირების პროცესში მყოფი სასწავლო გეგმების შეფასებას.
შესრულებული სამუშაო • მომზადდა ახალი საათობრივი ბადე, რომელიც გათვლილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვითგანვითარებაზე; • გამომცემლობებსა და ავტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები ახალი სასწავლო გეგმების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესაქმნელად;
თვალასჩინოების გამოფენა შესრულებული სამუშაო • მოეწყო სასკოლო თვალსაჩინოების ორი გამოფენა – 2001 და 2003 წლებში; • საქართველოს ყველა სახელმწიფო სკოლას მიეცა საშუალება, აერჩია და შეეძინა სასწავლო მასალა; • ბიუჯეტი: ყოველ სკოლაზე იყო გამოყოფილი 200 აშშ დოლარის ექვივალეტი, + 2 აშშ დოლარის ექვივალენტი თითოეულ მოსწავლეზე.
სახელმძღვანელოების ბაზრის რეგულირების და გაქირავების სისტემები შესრულებული სამუშაო • სახელმძღვანელოების ბაზრის რეგულირების ახალი სისტემის მიხედვით ბაზრის ძირითადი სუბიექტები არიან სკოლა და გამომცემელი; • სამინისტრო აკონტროლებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ხარისხს და არ ზღუდავს ალტერნატიული სახელმძღვანელოების რაოდენობას. • 2001-2004 წლებში 54 სკოლაში მოხდა სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემის პილოტირება. სკოლებმა უსასყიდლოდ მიიღეს წიგნები რომლებიც შემდეგ წლებში მიაქირავეს მოსწავლეებს
შესრულებული სამუშაო სკოლების მართვისა და დაფინანსების ახალი სისტემა • კანონში ზოგადი განათლების შესახებ აისახა დაფინანსების ერთ მოსწავლეზე გათვლილი სისტემა რომლის დანერგვა დაიწყო2005 წელს; • შემუშავდა და ამოქმედდა მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სქემა • სახელმწიფო სკოლები დაფუძნდნენ საჯარო სამართლის სუბიექტებად; • მიმდინარეობს სკოლების მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია, სკოლებში მოხდება სამეურვეო საბჭოების არჩევნები, რომლებიც განახორციელებენ სკოლის მართვას
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესრულებული სამუშაო • შეიქმნა საქართველოს სკოლების მონაცემთა ბაზა • მიმდინარეობს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემუშავება • იქმნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ვებგვერდი და ინტრანეტი
პროექტის სუსტი მხარეები • ორი ახალი ცენტრის შენობების რეკონსტრუქცის გაჭიანურება; • არასაკმარისი ტრეინინგების გამო, სკოლების მიერ ფინანსური თვალსაზრისით სასკოლო გრანტების არასრულფასოვანი ადმინისტრირება • პროექტის დანერგვის პროცესში მრავალი ცვლილების გამო საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების ორჯერ შეტანა • სახელმძღვანელოების გაქირავების სისტემის არაეფექტური დაგეგმვა
პროექტის ვადები • პროექტის პირველი ფაზა სრულდება 2007 წლის ივნისში • მზადდება პროექტის მეორე ფაზა რომელიც მიმართულია პედაგოგიური და ფიზიკური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე
პროექტის დაფინანსება • მეორე ფაზისთვის მომზადდა წინადადება იაპონიის მთვრობიდან გრანტის მისაღებად რათა უზრუნველყოთ ტექნიკური დახმარება შეფასებისა და სასწავლო გეგმის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებისათვის • სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის თანხებით
დაგეგმილი ღონისძიებები • ერთიანი ეროვნული გამოცდები 2007 • საერთაშორისო შეფასებაში მონაწილეობის მიღება • ეროვნული შეფასებისა და სასწავლო გეგმის ცენტრის ჩამოყალიბება • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სწავლების ყველა საფეხურზე • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჩამოყალიბება • მაწავლებელთა პროფესიული სტანდარტების მომზადება და 2008 წლიდან სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარება • სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება • სკოლების აკრედიტაციის მექანიზმების შემუშავება • მოსწავლისა და მასწავლებლის შეფარდების 1/16 გაზრდისთვის გეგმის შემუშავება • განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა