170 likes | 403 Views
ასოციაცია“ქალი და ბიზნესი “. პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა პროექტის საბოლოო ანგარიში 2012-2013წწ მრგვალი მაგიდა პროექტი განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად :
E N D
ასოციაცია“ქალი და ბიზნესი“ პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა პროექტის საბოლოო ანგარიში 2012-2013წწ მრგვალი მაგიდა პროექტი განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ციხის საერთაშორისო რეფორმა ქალთა კლუბი”პეონი პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია ” The project is funded by EU
პროექტის შესახებ ადგილმდებარეობა - რუსთავი, ქვემო ქართლი, საქართველო წინასწარი პატიმრობისა და ნახევრად ღია არასრულწლოვანთა და ქალთა შერეული ტიპის #5 დაწესებულება განმახორციელებელი ორგანიზაცია საქართველოსასოციაცია ,, ქალი და ბიზნესი“ პროექტის პარტნიორები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ციხის ადმინისტრაცია, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა“, ქალთა კლუბი „პეონი“, საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია პროექტის ხანგრძლივობა -24 თვე;
პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანები • პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა გენდერული ცნობიერების ამაღლების საშუალებით და მათი სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფა • კანონის შესაბამისად პატიმარ ქალთა გათავისუფლებისათვის მზადების ხელშეწყობა; • ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევა; • გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის პოტენციალის შექმნა; • პატიმარ ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა.
ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ • პატიმარი ქალები, რომელთაც დარჩენილი აქვთ სასჯელის მცირე ნაწილი, მალე გათავისუფლდებიან (დაახლოებით 6 თვის ვადაში), ან ექვემდებარებიან პირობით გათავისუფლებას ან შეწყალებას. • ქალები, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნიათ: ვისაც ჰყავთ ჩვილი ან მცირეწლოვანი შვილი; • არასრულწლოვანი პატიმრები; • პატიმრები მძიმე დაავადებებით; • სოციალურად დაუცველები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ფსიქოლოგიურ ან სოციალურ დახმარებას. • პროექტში ჩართულ იყო 710 ქალი. • თვის ვადაში), ან ექვემდებარებიან პირობით
პროექტის ძირითადი აქტივობები • კვლევაპატიმარ ქალთა საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის • პატიმარ ქალთა სასწავლო-საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა • პატიმარ ქალთა გათვითცნობიერებულობის გაზრდა სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებში • დასაქმების ხელშეწყობა სასწავლო პროგრამის - “თანამედროვე პირობებში სამუშაოს მოძიების გზები და მეთოდები“ - მეშვეობით • პატიმარ ქალთა გათავისუფლებისათვის მომზადება სახელობო პროფესიული სწავლების მეშვეობით
პროექტის ძირითადი აქტივობები პოტენციურ დამსაქმებელთა ვიზიტების ორგანიზება ქალთა დაწესებულებაში; პატიმარ ქალთა ფსიქო- სოციალური და იურიდიული დახმარება ; ტრენინგები პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისათვის ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმარ ქალთა მოპყრობის მონიტორინგი; საინფორმაციო კამპანია - პატიმარ ქალთა პრობლემების შესახებ
კვლევაპატიმარ ქალთა საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის კვლევის დიზაინი მოიცავდა თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევითი მეთოდების კომბინირებას. რაოდენობრივი მონაცემები მოპოვებულ იქნა წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით პატიმარ ქალთა გამოკითხვით, ხოლო თვისობრივი მონაცემების წყაროს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფები და პატიმარ ქალთა ჩაღრმავებული ინდივიდუალური ინტერვიუები. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო ტრენინგების ჯგუფების დაკომპლექტებას, ასევე იმ პატიმარ ქალთა გამოვლენას, რომლებიც საჭიროებდნენ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. გამოკითხულ იქნა 750 პატიმარი ქალი.
გათვითცნობიერებულობის გაზრდა სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებში პატიმარ ქალთა ეკონომიკური ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლების მიზნით, ჩატარდა ტრენინგების ციკლი ,,როგორ წამოვიწყოთ და სრულვყოთ საკუთარი ბიზნესი“, რომელიც ორიენტირებული იყო სამეწარმეო საქმიანობის თეორიის ეტაპობრივ შესწავლასა და საბაზრო უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე. ტრენინგების ჩატარების შედეგად :160 პატიმარი ქალი გათვითცნობიერდა სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებსა და ბიზნეს სამართლის საკითხებში;მომზადდა 47 ინდივიდუალური და 10 ჯგუფური ბიზნეს გეგმა;8 ყოფილმა პატიმარმა ქალმა წამოიწყო საკუთარი საქმე ;10 ყოფილ პატიმარ ქალს გაეწია რეკომენდაცია კერძო სექტორში დასაქმებისათვის;გამოიცა და გავრცელდა 300 ბიზნეს გზამკვლევი დამწყები მეწარმისათვის;
დასაქმების ხელშეწყობა სასწავლო პროგრამის - “თანამედროვე პირობებში სამუშაოს მოძიების გზები და მეთოდები“ - მეშვეობით პატიმარი ქალები გათვითცნობიერდნენ შრომითი მოწყობის გზებსა და მეთოდებში, შეიძინეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარ–ჩვევები. პატიმარ ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის კანონთა კოდექსის ძირითადი მოთხოვნებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დასაქმებისა და კონსულტაციის ცენტრის საქმიანობის, ადგილობრივ დამსაქმებელთა და სამუშაო ვაკანსიების შესახებ. ტრენინგების ჩატარების შედეგად : 80 პატიმარმა ქალმა შეისწავლა თანამედროვე პირობებში სამუშაოს მოძიების გზები და მეთოდები; 300 სამუშაოსმაძიებელის სამახსოვრომომზადდადაგავრცელდა; 10 ყოფილი პატიმარი ქალი დასაქმდა მომსახურების სფეროს ბიზნესში. 2 ყოფილი პატიმარი ქალი დასაქმდა ასოციაციის ბიზნესინკუბატორში გამოიცა და გავრცელდა 500 გზამკვლევი სამუშაოს მაძიებელთათვის;
გათავისუფლებისათვის მომზადებასახელობო პროფესიული სწავლების მეშვეობით პატიმარ ქალთა გათავისუფლების შემდგომ დასაქმების ხელშეწყობისა და ინტეგრაციისათვის ჩაუტარდათ პროფესიული მომზადება-გადამზადების ტრენინგები შემდეგ სახელობო პროფესიებში: ჰიგიენა და კოსმეტოლოგია, სამკურნალო მასაჟი სტილისტი თექის, ქვილთის, ბატიკისა და გობელენის მხატვრული დამუშავება - დიზაინი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული სწავლება.
პროფესიული მომზადების ტრენინგები ჩატარებული სახელობო პროფესიული სასწავლო პროგრამების შედეგად: 160 პატიმარი ქალი დაეუფლა თექის, ქვილთის, ბატიკისა და გობელენის მხატვრულ დამუშავებას; 150 პატიმარმა ქალმა შეიძინა კოსმეტოლოგის პროფესიული უნარ-ჩვევები; 150 პატიმარმა ქალმა გაიარა სამკურნალო მასაჟის კურსები; 80 პატიმარმა ქალმა შეისწავლა სტილისტის პროფესია; 24 პატიმარმა აიმაღლა ცოდნის დონე საბაზისო IT უნარებში და დაეუფლა საოფისე პროგრამებს.
ფსიქო- სოციალური და იურიდიული დახმარება • 220 მსჯავრდებულ ქალს გაეწია ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება • ჩატარდა 46 ჯგუფური და 118 ინდივიდუალური თერაპიული სეანსები. პატიმარ ქალებთან ინდივიდუალური მუშაობა განხორციელდა პიროვნული კითხვარებით და პროექციული ტესტებით, ხოლო ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსები კი ეკლექტიკური მეთოდით. • გარე სამყაროსთან კონტაქტის აღდგენა • 145 პატიმარ ქალს გაეწია კონსულტაციები სხვადასხვა სოციალური საკითხების მოგარებაში ,რის შედეგადაც გაუმჯობესდა პატიმარი ქალებისურთიერთობა გარესამყაროსთან, ოჯახებთან, ახლობლებთან, აღდგა გაწყვეტილი კავშირები და ურთიერთობა შვილებთან და პირიქით, შვილებისა მშობლებთან, რაც ხელს შეუწყობს პატიმარ ქალთა გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას;
ფსიქო- სოციალური და იურიდიული დახმარება • 11 მსჯავრდებული დედის შეხვედრა მოეწყო დიდი ხნის უნახავ შვილებთან, რომლებიც იმყოფებიან ბავშვთა სახლებში, მიმნდობ ოჯახებში, ნათესავებთან,ხოლო ერთის- დაკარგულ ძმასთან; დასრულებულია დოკუმენტაციის მოწესრიგების 7 საქმე (ერთი - შვილის დაბადების მოწმობა, ერთი – მსჯავრდებულის დაბადების მოწმობა, ხუთი – პირადობის მოწმობა); • 58 პატიმარ ქალს დახმარება გაეწია სხვადასხვა დოკუმენტაციის მოძიებასა და მოწესრიგებაში (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბავშვის დაბადების მოწმობა ,რომლებიც დაიბადნენ პატიმრობის პერიოდში და ა.შ. ) • ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი პატიმარი ქალები • დედათა და ბავშვთა კორპუსი • არასრულწლოვანი პატიმრები
ტრენინგები პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისათვის • ჩაატარა ტრენინგი პატიმარ ქალთა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების (,,ბანგკოკის წესები“) შესახებ. ტრენინგი მიმართული იყო როგორც პერსონალის, ასევე პატიმრების ცნობიერების ამაღლებისაკენ საერთაშორისო და ევროპული ციხის სტანდარტების, ასევე პატიმარ ქალთა გენდერულად სპეციფიური საჭიროებების საკითხებში. • ტრენინგი ჩაუტარდა დაწესებულების 15 თანამშრომელს, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებსა და სოციალურ მუშაკებს. • 45 პატიმარ ქალს ჩაუტარდა ტრენინგები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შესახებ
ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმარ ქალთა მოპყრობის მონიტორინგი • ინფორმაციის მოპოვებისა და გაცვლის მიზნით, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ მოეწყო რეგულარული შეხვედრები ციხის პერსონალთან და პატიმარ ქალებთან,რის შედეგადაც გამოვლინდა პატიმარ ქალთა პრიორიტეტული და აქტუალური პრობლემები,რომელთა გადაწყვეტის მიზნით მომზადდა მიმართვა შესაბამისი უწყებების მიმართ (პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ციხის ადმინისტრაცია), ქალი პატიმრების უფლებრივი, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პატიმარ ქალებს საზოგადოების თანადგომა და ზრუნვა პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები პატიმარ ქალთა გათავისუფლებისათვის მომზადების კომპლექსური პროგრამის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ.