180 likes | 790 Views
ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა). ლევან ცაგარელი. როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომის ძირითადი ტექსტი?. ლექცია მეოთხე. ნაშრომის ადრესატი: ვის მივმართავთ?. სამეცნიერო ხელმძღვანელი, რეცენზენტი სპეციალისტები, სამეცნიერო საბჭო სტუდენტები
E N D
ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა) ლევან ცაგარელი
როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომის ძირითადი ტექსტი? ლექცია მეოთხე
ნაშრომის ადრესატი: ვის მივმართავთ? • სამეცნიერო ხელმძღვანელი, რეცენზენტი • სპეციალისტები, სამეცნიერო საბჭო • სტუდენტები • რიგითი მოქალაქეები, ფართო საზოგადოება • სამეცნიერო სტატია და სამეცნიერო-პოპულარული სტატია • მკითხველი წინარეცოდნა ≠ ნაშრომის ავტორის წინარეცოდნა და მომზადება • დარგის ზოგადი დახასიათება არ არის საჭირო. • უნდა განიმარტოს ყველა დარგობრივი ტერმინი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს ნაშრომისთვის! (მაგ. მეტაფორა) • გავაცნოთ უცნობი ავტორი მკითხველს.
ინტონაცია • თქვენ არ ხართ პრუსტი. • ერიდეთ გრძელ წინადადებებს! დაანაწევრეთ ისინი! • თამამად გაიმეორეთ ქვემდებარე! • ერიდეთ ნაცვალსახელებსა და ქვეწყობილ წინადადებებს! • ერიდეთ ხატოვან სტილს! • სადიპლომო ნაშრომი ≠ ავანგარდისტული პოეზია • საკვლევი ობიექტის სტილი ≠ სამეცნიერო მეტაენა • ფუნქციური სტილი (ერთმნიშვნელოვანი ტერმინოლოგია) ≠ ფიგურული სტილი (ორაზროვანი ფრაზები, მეტაფორები, შედარებები, ირონია, ლიტოტესი) • ხშირად გამოყავით აბზაცები! • სამუშაო (შავ) ვარიანტში შეგიძლიათ ჩაწეროთ ყველაფერი, რაც აზრად მოგივათ. • სადიპლომო ნაშრომის მიზანი = შესავალში მითითებული ჰიპოთეზის დამტკიცება ≠ საკუთარი ცოდნის დემონსტრაცია
ინტონაცია (გაგრძელება) • გამოიყენეთ ხელმძღვანელი ან მეგობარი როგორც საცდელი კურდღელი! • არ არის აუცილებელი, რომ ნაშრომის წერას შეუდგეთ თავიდან! • ერიდეთ ძახილის ნიშნებს, მრავალწერტილს, ხუმრობის გამარტებებს! • მრავალწერტილი დასაშვებია არასრულ ციტატებსა და ჩამონათვალში. • განმარტეთ ყველა ტერმინი პირველივე ხსენებისას! • ნუ ახსნით, სად მდებარეობს პარიზი, თუ არ აპირებთ, ახსნათ, სად მდებარეობს ტიმბუქტუ. • ერიდეთ ამგვარ ფრაზებს: ”ამერიკელი წმერალი, ელიოტი” • მაგრამ: გააცანით მკითხველს ნაკლებად ცნობილი მწერლები.
ინტონაცია (გაგრძელება) • მე თუ ჩვენ? • უპირო კონსტრუქციები: • ”აღნიშნულის საფუძველზე აშკარაა, რომ...” • ”ტექსტის ანალიზის შედეგად საცნაურდება, რომ...” • ”ციტირებული სტატია” (და არა: ”სტატია, რომლიდანაც მოვიტანეთ ეს ციტატი”) • ერიდეთ ფრაზებს: • ”ჩემი აზრით, ...” • ”ვფიქრობ, ...” • ”მიმაჩნია, ...” • ”მეჩვენება, ...”
ციტირება • როდისაა საჭირო ციტირება? • ციტატი პირველადი ტექსტიდან - ინტერპრეტაცია • ციტატი დამხმარე წყაროდან - გამოთქმული აზრის განსამტკიცებლად • ზედმეტად ბევრი ციტატი - დიპლომანტის უუნარობა, დამოუკიდებლად გადმოსცეს, აღწეროს და განმარტოს მონაცემები (კომენტარი).
ციტირების 10 წესი • ინტერპრეტაციისთვის განკუთვნილი ციტატები არ უნდა იყოს ზედმეტად გრძელი ან ზედმეტად მოკლე (ნახევარი გვერდი?) • ციტატები სამეცნიერო ლიტერატურიდან გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავტორიტეტულად ადასტურებენ ან ავსებენ თქვენ მიერ გამოთქმულ აზრს • საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებს არ სჭირდება ავტორიტეტის დამოწმება! • ციტატში გამოთქმულ აზრს თავად უნდა იზიარებდეთ ან ციტატს უნდა დაურთოთ პოლემიკური კომენტარი. • ციტატს უნდა მიეთითოს წყარო: • (გვარი წელი, გვერდი) • (გვერდი) - პირველადი ტექსტების ციტირებისას, რომლებიც წინამდებარე კვლევის ძირითადი საგანია.
ციტირების 10 წესი (გაგრძელება) • ციტირებისთვის უნდა გამოიყენოთ აკადემიური გამოცემები (პირველი ან უკანასკნელი) • ციტატები უცხოენოვანი წყაროებიდან უნდა გადმოიცეს ორიგინალის ენაზე. • ციტატის თარგმანი შეიძლება დაერთოს ფრჩხილებში ან სქოლიოში. • ციტატები დამხმარე ლიტერატურიდან აუცილებლად უნდა ითარგმნოს ან გადმოიცეს თარგმანში • საჭიროა, მიეთითოს მთარგმნელი: (თარგმანი ჩვენია - ლ.ც.) • ციტატის ავტორის მითითებისას გაუგებრობების თავიდან აცილება: (გვარი იქვე), ibidem • მომცრო (3 სტრიქონზე ნაკლები) ციტატები - გამოიყოფა მხოლოდ ბრჭყალებით: ”...” • 3 სტრიქონიანი ან უფრო დიდი ციტატები - გამოიყოფა ტექსტიდან შეწევით, მომცრო ინტერვალითა და შრიფტის ზომით. ბრჭყალები არ არის საჭირო.
ციტირების 10 წესი (გაგრძელება) • ციტირებისას უნდა დაიცვათ სიზუსტე: • არ შეიძლება სიტყვების ფორმების შეცვლა. • გამოტოვებული სიტყვები და წინადადებები უნდა გადმოიცეს სამწერტილითა და კვადრატული ფრჩხილებით: [...] • თქვენ მიერ ჩამატებული კომენტარები, განმარტებები და დაზუსტებები უნდა მოექცეს კვადრატულ ფრჩხილებში: [...............] • თქვენ მიერ ციტატში განხორციელებული კურსივები და ხაზგასმები უნდა მიენიშნოს ბრჭყალებში: [ხაზი ჩვენია - ლ.ც.] • ციტატში გაპარული შეცდომა უნდა გადმოიცეს მითითებით: [sic] • ლექსების ციტირებისას: თუ მხოლოდ 2 ტაეპია გადმოსაცემი: ...../...... • ციტატი = მოწმის ჩვენება = თავდაცვის საშუალება: • უნდა დამოწმდეს ყველაფერი - ინტერვიუ, წერილი, ხელნაწერი და ა.შ.
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • (ავტორის გვარი წელი, XX) • (გეგეჭკორი 2007, 142) • (კეკელიძე 1926, 27-28) • (პირველი ავტორის გვარი და მეორე ავტორის გვარი წელი, XX-XX) • (კეკელიძე და ბარამიძე 1987, 45) • (პირველი ავტორის გვარი, მეორე ავტორის გვარი და მესამე ავტორის გვარი წელი, XX) • (ხუბუტია, უგულავა და გიგინეიშვილი 1989, 76) • (პირველი ავტორის გვარი და სხვები წელი, XX) • (გიორგაძე და სხვები 2008, 93) • (Hall et al. 1987, 114-15)
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • (რედაქტორის გვარი წელი, XX) • (Silverstein 1974, 34) • (ორგანიზაციის სახელი წელი, XX-XX) • (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2003, 50) • უცნობი ავტორი: • ([გვარი?] წელი, XX) - ([Cook?] 1730. 5-6) • (სათაური წელი, XX) - (A true and sincere declaration 1610, 17) • გამოცემის თარიღის გარეშე: • (გვარი თ.გ., XX) - (Smith n.d., 5) • (გვარი [წელი?], XX) - (Miller [1750?], 5) • გამოსაცემად გადაცემული წიგნი: • (ავტორის გვარი, ბეჭდვაშია, XX) - (Author’s surname, Forthcoming, XX)
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • მრავალტომიანი წიგნი: • (გვარი წელი, ტომის ნომერი: XX) - (Byrne 1981, 4:243) • (გვარი წელი (წლები), გამოყენებული ტომის ნომერი: XX) - (Tillich 1951-63, 2:41) • თუ დამოწმებულია მთლიანი თავი ან სხვა ნაწილი: • „თ.“ („chapt.“), ნაწილი - „ნაწ.“ („pt.“), წიგნი - „წ.“ („bk.“), სექცია - „სექ.“ („sec.“) • (გვარი წელი, ნაწილის ნომერი) - (Miller 1996, pt. 2) • დამოწმებული შენიშვნა: • (გვარი წელი, XX შენ.) - (გრაფტონი 1997, 72 შენ.) • (გვარი წელი, XX შენ. შენიშვნის ნომერი) - (ბოლინგერი 1980, 192შენ.23, 192შენ.30, 199შენ.14, 201შენ.-ები16-17)
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • დამოწმებული ილუსტრაციები და ცხრილები: „ნახ.“ („fig.“), „ცხრილი“, „რუკა“, „დაფა“ („table“, „map“, „plate“) • (გვარი წელი, XX, ცხრილი ცხილის ნომერი) – (Sobel 1993, 87, table 5.3); (სობელი 1993, 87, ცხრილი 5.3) • დამოწმებული სტრიქონი: • (გვარი წელი, სტრ.-ები სტრიქონების ნომრები) - (Nash 1945, lines 1-4); (ნეში 1945, სტრ.-ები 1-4) • URL მისამართი, წყაროს მუდმივი იდენტიფიკატორი, წვდომის თარიღი • doi: 10. 006/jeth.2000.2694 (წვდომის თარიღი 2006 წლის 17 მაისი) • წიგნის ნაწილის დამოწმება: • (ნაწილის ავტორის გვარი წელი, XX-XX) (Carr and Schuurman 1996, 13-14)
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • თუ ნაშრომის თავდაპირველი გამოცემი თარიღი მნიშვნელოვანია: • (გვარი [თავდაპირველი გამოცემის თარიღი] წელი, XX) - (Wigglesworth [1662] 2003, 68) • ელექტრონული წიგნი: • (გვარი წელი, ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ) - (Samora and Simon 2000, under “Civil War in mexico”) • (გვარი წელი) - (Samora and Vandel Simon 2000) • სამეცნიერო ჟურნალის სტატია: • (ავტორის გვარი ჟურნალის გამოსვლის წელი, XX-XX) - (Burns 2005, 95); (Jenkins, Jacobs, and Agnone 2003, 298-99) • ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატია: • (ავტორის გვარი გამოსვლის წელი, ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ) - (Uzzi and Spiro 2005, under “Milgram‟s small world theory”) • (ავტორის გვარი გამოსვლის წელი) - (Uzzi and Spiro 2005)
წყაროების მითითება ტექსტში(ილიაუნის აკადემიური სტილის მიხედვით) • საგაზეთო სტატია: • (ავტორის გვარი წელი) - (Kamin 2005) • (გაზეთის სახელწოდება წელი) - (New York Times 2004) • კლასიკური ნაწარმოებები: • (ავტორი სათაური ადგილის მითითება): • (არისტოფანე ბაყაყები 1019-30) • (არისტოტელე მეტაფიზიკა 3.2.996ბ5-8) • (პლატონი რესპუბლიკა 360ე-361ბ) • (Augustine De civitate Dei 20.2) • ბიბლია: • (1 კორ. 6:1-10); (1 Thess. 4:11, 5:2-5, 5:14) • საცნობარო ლიტერატურა: • (სათაური, გამოცემა, იხ. „დასამოწმებელი სიტყვა, პიროვნება თუ სტატია“) - (Encyclopedia Britannica 15th ed., s.v. “Salvation”)
გმადლობთ ყურადღებისთვის!