210 likes | 350 Views
,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA). პროექტი ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA) ევროკომისიამ კონკურსის წესით 2010 წელს დააფინანსა სამი წლის ვადით.
E N D
,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA)
პროექტი ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA) ევროკომისიამ კონკურსის წესით 2010 წელს დააფინანსა სამი წლის ვადით. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს უმაღლესი განათლების ხარისხი სომხეთსა და საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სისტემების განვითარების გზით, შეუსაბამოს რეგიონულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
პროექტში ჩართული დაწესებულებები: ASIIN - აკრედიტაციის სააგენტო, გერმანია, პროექტის კოორდინატორი; TUM - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია; CIEP - საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი განათლების მეცნიერებებში, საფრანგეთი; UA - ალიკანტეს უნივერსიტეტი, ესპანეთი; QANU - ნიდერლანდების უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, ნიდერლანდები; RU - როტერდამის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, ნიდერლანდები; UKL - კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი გერმანია;
NCEQE - საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თანაკოორდინატორი საქართველოში;ISU - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;KULE - ქუთაისის უნივერსიტეტი;RSU - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;TSU - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი;MESG - საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო. ANQA - სომხეთის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი, თანაკოორდინატორი სომხეთში;YSMU - ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;GSPI - გვიმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი;VBSEUA - სომხეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი; SEUA - სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; AMES - სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის სრული ბიუჯეტია - 1.104.899,76 ევრო პერსონალის ანაზღაურება - 371.615,40 მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯები - 03.720,20 აპარატურა - 86.131,00 ბეჭდვის ხარჯები - 12.300,00 სხვა ხარჯები - 58.850,00 გაუთვალისწინებელი ხარჯები - 72.283,16 თანადაფინანსება - 110.622,11 პროექტის ფარგლებში რსუ-სთვის გათვალისწინებული 9 000 ევროს ღირებულების აპარატურის (ვიდეოკონფერენციის მოწყობილობის) შეძენა.
მოკლედ პროექტის კოორდინატორის ASIIN – ის შესახებ: ASIINარის გერმანიის ერთ-ერთი აკრედიტაციის სააგენტო და წარმოადგენს გერმანიის უმაღლესი საგანმაანთლებლო დაწესებულებების პარტნიორს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატის მოპოვების თვალსაზრისით. მის კომპეტენციაში შედის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია შემდეგ სფეროებში: ინჟინერია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო, კომპიუტერული და განათლების მეცნიერებები.
აქტივობები პროექტის ფარგლებში: პროექტით დაგეგმილი აქტივობები დაყოფილია 9 სამუშაო პაკეტად. I პაკეტი (2010 წლის ოქტომბერი-2011 წლის მარტი) ევროპელი პარტნიორებისთვის სომხეთსა და საქართველოში მოქმედი ხარისხის გარე შეფასების პროცედურების გაცნობა (EQE – სტრუქტურა, მარეგულირებელი დოკუმენტები, სახელმძღვანელო პრინციპები). II პაკეტი (2011 წლის თებერვალი-2012 წლის თებერვალი) არსებულ კანონმდებლობასთან თავსებადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე სისტემის განსაზღვრა (ხარისხის გამოკვლევა რეგიონულ დონეზე; აკრედიტაციის პროცედურის განსაზღვრა სომხეთისთვის; საქართველოში აკრედიტაციის პროცესზე). მოცემული პაკეტები არ ითვალისწინებდა აქტივობას უნივერსიტეტების დონეზე
III პაკეტი (2011 წლის თებერვალი-2012 წლის თებერვალი) არსებულ კანონმდებლობასთან თავსებადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე სისტემის განსაზღვრა, (სომხეთსა და საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესწავლა). მარტი - მომზადდა ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო სისტემის აღწერა, მომზადდა პრეზენტაცია. ივნისი - ხარისხის გარე შეფასების საქართველოში მოქმედი მექანიზმების განხილვა. 2011 წლის ოქტომბერი, ჩატარდაელექტრონული კონფერენცია, მომზადდა ანგარიში და ქართული ჯგუფის მიერ განხილვის შემდეგ გაიგზავნა ASIIN-ში.
IV პაკეტი (2011 წლის დეკემბერი-2012 წლის აპრილი): უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული გამოცდილების გაზიარება, სემინარები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (გერმანია) და ალიკანტეს უნივერსიტეტში (ესპანეთი) სემინარების თემატიკა მიუხენი: ”სწავლება-სწავლის ხარისხის მენეჯმენტი უნივერსიტეტში” ალიკანტე: “ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის იმპლემენტაცია - EFQM მოდელი” V პაკეტი (2011 წლის მარტი - 2012 წლის მარტი) “სწავლება კულტურული და ქცევითი თავისებურებების პირობებში”.
სამუშაო პაკეტი გულისხმობს კონფლიქტების მართვას “ხარისხის სიტემაში”. სემინარი: “უსდ-ს ხარისხის მართვაში ინდივიდებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის მნიშვნელობა”. (თბილისი, 2012 წლის მაისი, სემინარს ატარებენ როტერდამის უნივერსიტეტის წარმომადგენლები) “გენდერული თანასწორობა უსდ-ს ხარისხის მართვაში” (მიუნხენი, მარტი). მიუნხენის სემინარებში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის მენეჯერი ლელა თურმანიძე და მაგისტრატურის, რეზიდენტურის და დოქტორანტურის მართვის სამსახურის უფროსი ხათუნა დიასამიძე. სემინარი ითვალისწინებდა მიუნხენის უნივერსიტეტის დადებითი მხარეების, სტრუქტურის, მართვის პრინციპების გაცნობას, ასევე დამოკიდებულებას გენდერული თანასწორობისა და ეთნიკური თუ კულტურული თავისებურებების მიმართ.
VI პაკეტი - უნივერსიტეტების შესაძლებლობები (2012 წლის მაისი-2013 წლის ივნისი) გათვალისწინებულია ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებიდან ექსპერტების მივლინება სომხეთსა და საქართველოში. საქართველოში განიხილება მიმდინარე აკრედიტაციის პროცედურები, ხოლო სომხეთში ჩატარდება გამოსაცდელი აკრედიტაცია. მიღებული შედეგები განზოგადდება და განთავსდება ვებგვერდზე. VII პაკეტი - უნივერსიტეტების შესაძლებლობები (2012 წლის ივნისი -სექტემბერი) დაგეგმილია ტრეინინგები აკრედიტაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის, აკრედიტაციის ექსპერტებისა და უსდ-ს წარმომადგენლებისთვის.
VIII პაკეტი გრძელდება პროექტის მთელი მიმდინარეობის პერიოდში და ითვალისწინებს სათანადო წლიური ანგარიშების, მასალების მომზადებასა და გავრცელებას IX პაკეტი ითვალისწინებს მმართველი საბჭოს საორგანიზაციო შეხვედრებს.
სემინარები ალიკანტეს უნივერსიტეტში რსუ-დან სემინარებს ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი ლელა თურმანიძე და ტურიზმის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პაატა ჩაგანავა. სემინარზე მოისმინეს ალიკანტეს უნივერსიტეტის ისტორია, სტრატეგიული გეგმები, გაეცნენ მის შესაძლებლობებს, ხარისხის გარანტიებსა და მექანიზმებს. დეტალურად განიხილეს EFQM სტრატეგია. სემინარი ითვალისწინებდა პრაქტიკული ხასიათის მუშაობასაც.
ალიკანტეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს: • აღწერა; • დასაბუთება; • შესაძლებლობები; • მიღების პირობები და სწავლის საფასური; • გეგმა; • აკადემიური პერსონალი; • მატერიალური რესურსები და საშუალებები; • მოსალოდნელი შედეგები; • QA სამსახურის დასკვნა; • განხორციელების ვადები.
საგანმანათლებლო პროგრამის შიდა შეფასება: - პროგრამის ყოველწლიური თვითშეფასება, საფაკულტეტო QA კომიტეტი; - გარე ხარისხის უზრუნველყოფა - შემოწმება რეგიონულ დონეზე, ორწლედის ანგარიში, ექსპერტთა ვიზიტი უსდ-ში. ექსპერტთა ვიზიტის დროს ყურადღება ექცევა შემდეგ მახასიათებლებს: - ინფორმაცია საზოგადოებისა და მომავალი სტუდენტებისთვის; - სწავლის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობა; - პროგრამის განახლება/მოდიფიკაცია; - გარე შემფასებელთა რეკომენდაციები; - ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა, ინდიკატორები/მაჩვენებლები.
პროგრამის იმპლემენტაციიდან ორ წელში სავალდებულოა აკრედიტაცია. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი, სამაგისტრო - 1 წელი, სადოქტორო 2 წელი. აკრედიტაციის ვადები - (6 წელი, 3 წელი და 4 წელი) აკრედიტაციის დადებითი შედეგის შემთხვევაში სახელმწიფო აღიარებს სათანადო ხარისხს. აკრედიტაცია მეორდება ყოველ 6 / 4 / 3 წელში.
წარმოდგენილი მასალები • EFQM მოდელის გამოყენება; • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები; • უნივერსიტეტის მისია; დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.picqa.org
ალიკანტეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი
სემინარები ალიკანტეს უნივერსიტეტში
სემინარი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში
გმადლობთ ყურადღებისთვის! პროექტის მენეჯერი ლელა თურმანიძე