1 / 18

ირაკლი ჯიბლაძე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 14 სექტემბერი 2010 წ.

ირაკლი ჯიბლაძე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 14 სექტემბერი 2010 წ. შესავალი ეკონომიკაში ლექცია 2 – საბაზრო ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება, ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმი. ბაზრები და კონკურენცია. მოთხოვნასა და მიწოდებას ადგილი აქვს საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ;

dee
Download Presentation

ირაკლი ჯიბლაძე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 14 სექტემბერი 2010 წ.

An Image/Link below is provided (as is) to download presentation Download Policy: Content on the Website is provided to you AS IS for your information and personal use and may not be sold / licensed / shared on other websites without getting consent from its author. Content is provided to you AS IS for your information and personal use only. Download presentation by click this link. While downloading, if for some reason you are not able to download a presentation, the publisher may have deleted the file from their server. During download, if you can't get a presentation, the file might be deleted by the publisher.

E N D

Presentation Transcript


  1. ირაკლი ჯიბლაძე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა 14 სექტემბერი 2010 წ. შესავალი ეკონომიკაშილექცია 2 – საბაზრო ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება, ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმი

  2. ბაზრები და კონკურენცია • მოთხოვნასა და მიწოდებას ადგილი აქვს საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე; • ბაზარი – კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მყიდველთა და გამყიდველთა ჯგუფი; • კონკურენტული ბაზარი – ბაზარი, რომელშიც მრავალი მყიდველი და გამყიდველია, ასე რომ თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  3. კონკურენციის სახეები • სრულყოფილი კონკურენცია: • გასაყიდად შეთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია; • მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ერთი ცალკეული მათგანი საბაზრო ფასსზე გავლენას ვერ ახდენს. • როდესაც არ სრულდება სრულყოფილი კონკურენციის რომელიმე პირობა, ადგილი აქვს არასრულყოფილ კონკურენციას; • არასრულყოფილი კონკურენცია: • მონოპოლია; • ოლიგოპოლია; • მონოპოლისტური კონკურენცია. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  4. მოთხოვნა • მოთხოვნის რაოდენობა – საქონლის რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს მყიდველს; • მოთხოვნის კანონი – დებულება, რომლის მიხედვით საქონელზე მოთხოვნა მცირდება ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც სხვა პირობები უცვლელია; • ნორმალური საქონელი – საქონელი, რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად; • მდარე საქონელი – საქონელი, რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა მცირდება შემოსავლის ზრდასთან ერთად. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  5. ერთმანეთთან დაკავშირებული საქონელი • შემცვლელები (Substitutes) – ორი საქონელი, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდას; • მაგალითი: ჰოთდოგი და ჰამბურგერი, ხაჭაპური და ლობიანი; • შემავსებლები – ორი საქონელი, რომელთათვისაც ერთ–ერთის ფასის გაზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას; • მაგალითი: ბენზინი და ავტომობილი, კომპიუტერი და კომპიტერული პროგრამები. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  6. მოთხოვნის განრიგი და მოთხოვნის მრუდი • მოთხოვნის განრიგი – ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის: შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  7. მოთხოვნის მრუდი შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  8. CETERIS PARIBUS • Ceteris Paribus – სხვა თანაბარი პირობები • სხვა თანაბარი პირობები გულისხმობს იმ დაშვებას, რომ იცვლება მხოლოდ პროდუქტის ფასი და ამას აქვს გავლენა მოთხოვნაზე. სხვა ყველა ცვლადი, რომელიც მოთხოვნის ფორმირებაში მონაწილეობს – შემოსავალი, გემოვნება, მოლოდინი და ა.შ. უცვლელია. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  9. საბაზრო და ინდივიდუალური მოთხოვნა • ინდივიდუალური მოთხოვნა განსაზღვრავს საზოგადოების ერთი წევრისთვის არსებულ დამოკიდებულებას ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის, ხოლო საბაზრო მოთხოვნა ყველა ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  10. მოთხოვნის მრუდის გადაადგილება • რა მოხდება, თუ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაყინის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს? შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  11. მიწოდება • მიწოდების რაოდენობა – რომლის გაყიდვის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს; • მიწოდების კანონი: დებულება, რომლის მიხედვითაც საქონლის მიწოდება იზრდება ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად, როდესაც სხვა ფაქტორები უცვლელია; შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  12. მიწოდების მრუდი შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  13. საბაზრო და ინდივიდუალური მიწოდება • ინდივიდუალური მიწოდება – განსაზღვრავს ერთი მწარმოებლისათვის არსებულ დამოკიდებულებას ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის, ხოლო საბაზრო მიწოდება ყველა ინდივიდუალური მწარმოებლის მიწოდების ჯამია. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  14. მიწოდების მრუდის გადაადგილება შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  15. მოთხოვნა და მიწოდება ერთად • მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედება აყალიბებს ბაზარზე წონასწორობას და წონასწორულ ფასს შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  16. წონასწორობის ფორმირება შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  17. წონასწორობის ცვლილებების ანალიზის 3 საფეხური • იმისათვის, რომ განვსაზღვროთ როგორ შეიცვლება ბაზარზე წონასწორობა ამა თუ იმ მოვლენის შედეგად, საჭიროა 3 საფეხურიანი ანალიზი: • იმის განსაზღვრა, თუ რომელ მრუდს გადაადგილებს ეს მოვლენა; • იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით გადაადგილდება მრუდი; • მოთხოვნა–მიწოდების დიაგრამის გამოყენება იმის სანახავად, თუ როგორ ცვლის ეს გადაადგილება წონასწორობას. შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

  18. დავალება • საკითხავი მასალა : • ეკონომიკის პრინციპები, თავი 4 და თავი 5; • პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: • http://jibladze.yolasite.com/csg.php • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 8 99 53 63 11, e-mail: jibladze4@gmail.com • შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ: • სამთავრობო პოლიტიკის გავლენა ბაზარზე, ბაზრები და კეთილდღეობა შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 2

More Related